ლორა სმიტი გაუპატიურებულია, 4 წლის ბავშვს კი მიბჯენით ესროლეს

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითთან სექსუალური კავშირი დაამყარა, ქალბატონის 4 წლის შვილი კი თოფის მიბჯენით არის მოკლული. ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” იუწყება.

მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ლორა სმითის მიმართ სუქსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი და გამოძიების მიერ ამის დადასტურების შემთხვევაში კობაურს ბრალი დაუმძიმდება.

ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის ადვოკატი ამბობს, რომ დასკვნას ჯერ ფაქტობრივად, არ გასცნობია და მასთან დაკავშირებით ჯერ არც ბრალდებულის პოზიცია იცის.

ცნობისთვის კობაური სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან და ლორა სმითები გარდაცვლილები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ვაჟის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი – მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ჩვენ ვიბრძოლებთ დღევანდელი ხელისუფლების დასამარცხებლად
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების დატაცება