ლომჯარიას შექმნილი კონსილიუმის წევრთა უმრავლესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტების ჯგუფის დასკვნას არ ენდობა.

“თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ლომჯარიას და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის მიმართ, რომლის წევრთა უმრავლესობა არიან პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რასაც ისინი თვეების განმავლობაში არ მალავდნენ, მათ შორის საკუთარი საჯარო განცხადებებით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი.

ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობაზე. ეს რომ არ გააკეთა, კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოებისა”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – ომბუდსმენის ჩართვა საქმეში საჭიროა, რომ ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს სტრასბურგს
შემდეგი სტატიალომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი 4 წელში – სუბარი