ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი 4 წელში – სუბარი

“ქართული ოცნების” დეპუტატი და ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკას უერთდება და ამბობს, რომ ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს უფრო ბევრჯერ შეხვდა, ვიდრე სხვა პატიმრებს 4 წლის განმავლობაში.

“რა თქმა უნდა, ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი ძალიან კარგია ხშირ-ხშირად ნახულობს ხოლმე ყოფილ პრეზიდენტს, პატიმარ სააკაშვილს, თუმცა გასაოცარია ის ფაქტი, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი დანარჩენი 4 წლის განმავლობაში.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი სიმპათია, ანტიპათია, მაგრამ როცა ის არის სახალხო დამცველი, ის უნდა დადგეს ამ ყველაფერზე მაღლა, უნდა იყოს მიუკერძოებელი და სიმართლეს ემსახუროს მხოლოდ და მხოლოდ”, – თქვა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშილომჯარიას შექმნილი კონსილიუმის წევრთა უმრავლესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია – კობახიძე
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – კარგი იქნებოდა, კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტა ერჩია