ლომჯარია სახალხო დამცველის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ის თანამშრომლებს გაეცნო და ომბუდსმენის სტატუსით პირველი განცხადება გააკეთა. მან რამდენიმე პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება – ქალთა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვაზე.

ნინო ლომჯარია პარლამენტმა 30 ნოემბერს აირჩია – საპარლამენტო უმრავლესობამ არასამთავრობოების მიერ შერჩეული კანდიდატურებიდან აარჩია.

ნინო ლომჯარია იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი.

სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს.

უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ამოეწურა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ხორავას 4 ნომერში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს მოინახულებს
შემდეგი სტატია“ხმა დავკარგე, სიცხემ ამიწია, მაგრამ 10 დეკემბრის მარშისთვის პირობას ვდებ, რომ თქვენს გვერდით ვიქნები!”