“ხმა დავკარგე, სიცხემ ამიწია, მაგრამ 10 დეკემბრის მარშისთვის პირობას ვდებ, რომ თქვენს გვერდით ვიქნები!”

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გუშინ გაციების გამო, კარვების ქალაქში არ გამოჩენილა, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მხარდამჭერებს მიმართა.

„სამშაბათს მომხდარი მოვლენების გამო, ხმა დავკარგე, სიცხემ ამიწია, მაგრამ 10 დეკემბრის მარშისთვის პირობას ვდებ, რომ თქვენს გვერდით ვიქნები! კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ საოცარი მხარდაჭერისთვის! 10 დეკემბრამდე! შევჩენკოს პარკში ვიკრიბებით და მაიდანზე მივდივართ!“ – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილომჯარია სახალხო დამცველის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
შემდეგი სტატიასპეცოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსის შემოწმება დღეიდან დაიწყება