ლოიდ ოსტინი: უკრაინას გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევის ძალიან კარგი შანსი აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა  ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინას ახლა მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს რუსეთის ძალებთან შედარებით.

“უკრაინელებმა რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს და მათ ჯავშანტექნიკის მარაგი ისე ამოწურეს, რომ ვერავინ წარმოიდგენდა. ახლა კი ჩვენ ვხედავთ, როგორ გახსნის რუსეთი T-54 და T-55 ტანკებს იმ დანაკარგების დონის გამო, რაც უკრაინელებმა მიაყენეს. უკრაინას გაზაფხულზე წარმატებული კონტრშეტევის ძალიან კარგი შანსი აქვს”,- ხაზგასმით აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში სტიქია მძინვარებს
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ახალგორში მესამე კვირაა, ახალგაზრდა კაცს ეძებენ