ლოიდ ოსტინი- რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს აშშ-ს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.

ლოიდ ოსტინი წერს, რომ მოხარულია, რათა აქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა.

„დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის. საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.

მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა“, – წერს ლოიდ ოსტინი „ტვიტერის“ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი: ცალკეული ევროპარლამენტარის პოზიცია არ გამოხატავს არც ევროკავშირის, არც სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ლოიდ ოსტინს – თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია