ლიტვის პრეზიდენტმა დაამცირა რუსეთი

ლიტვაში რუსეთის დელეგაცია არ დაუშვეს “კონსტიტუციური იუსტიციის” მე-ІV საერთაშორისო კონგრესზე. ამის შესახებ იუწყება გამოცემა «Диалог.UA».
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 90 წარმომადგენელი.
რუსეთის დელეგაცია დაკომპლექტებული იყო ამ ქვეყნის კონსტიტუციური სასამართლოს წევრებით, თუმცა მას უარი უთხრეს დასწრებაზე. ლიტვის ოფიციალურმა პირებმა რუსეთის კონგრესზე არდაშვება ახსნეს მოსკოვის მიერ ყირიმში წარმოებული საოკუპაციო პოლიტიკით. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, რომელიც პირადად ღებულობდა სტუმრებს, განაცხადა, რომ ვერ დაუშვებს მის ქვეყანაში იმ ადამიანთა ყოფნას, რომლებმაც ოკუპაციას დაუჭირეს მხარი.”ევროპაში ჩვენ ვართ მოწმენი მცდელობებისა შეცვლილ იქნას სახელმწიფო საზღვრები ძალის მეშვეობით. შეიარაღებული აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის ოკუპაცია საშიშროებას უქმნის ევროპულ სასამართლოს და ადამიანის უფლებებს”,- ხაზი გაუსვა ლიტვის პრეზიდენტმა კონგრესის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას ხულიგნობის კვალიფიკაციაც დაემატა
შემდეგი სტატია( video) ვლადიმერ ჟირინოვსკი: სააკაშვილი პოროშენკოს “ჩააჩოჩებს”