მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას ხულიგნობის კვალიფიკაციაც დაემატა

მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას ხულიგნობის კვალიფიკაციაც დაემატა. ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პოლიციაში განმარტავენ, საზღვრის გამრღვევ პირებს შორის ძირითადად ზაკარპატის, ხერსონისა და პოლტავის ოლქების მცხოვრებლები არიან.

„სასაზღვრო-გამშვებ პუქტ „შეგინზე“ განვითარებულ მოვლენებზე დაწყებულ გამოძიებას დაემატა ახალი სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს. ამ მოვლენებში უკრაინის რამდენიმე რეგიონის მოსახლეობა მონაწილეობდა, რომელთა შორის, ძირითადად ზაკარპატის, ხერსონისა და პოლტავის ოლქების მცხოვრებლები არიან. ხერსონის ოლქის ერთ-ერთი მცხოვრები საგამოძიებო ორგანოებმა განმარტებების გასაკეთებლად დაიბარებს, თუმცა მამაკაცმა განმარტებების გაკეთებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მას გადაეცა უწყება, მეორე დღეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების თაობაზე“, – ნათქვამია უკრაინის პოლიციის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,ყველა ადამიანი, ვინც ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა, პრემიას მიიღებს – ჯამურად, 3 მილიონზე ან ცოტა მეტზე გავალთ”
შემდეგი სტატიალიტვის პრეზიდენტმა დაამცირა რუსეთი