ლინგვისტური ანალიზიდანაც ჩანს, ივანიშვილის კარნახითაა დაწერილი

“ჩემთვის, თვითონ წერილის ლინგვისტური ანალიზიდანაც ჩანს, რომ ის, არათუ გახარიას, არამედ პირდაპირ ივანიშვილის კარნახითაა დაწერილი. საოცარი ფრაზებია, რომლებსაც მხოლოდ ივანიშვილი ხმარობს”, – ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, მას პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, შუამავლის მეშვეობით გაუგზავნა.

უგულავას თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს. მისივე შეფასებით, უჩვეულო არ იქნება, თუ წერილზე გიორგი გახარიას ანაბეჭდები აღმოჩნდება.

“გიორგი გახარია ივანიშვილის შუამავალია საზოგადოებასთან, ან ბიზნესთან ურთიერთობაში. ნებისმიერი პრემიერმინისტრი შუამავალია, ზოგი კარგი გამტარი ლითონია, ზოგი ნახევრად, ზოგი საერთოდ არ არის – არ ივარგა და გადააგდეს.”,- ამბობს გიგი უგულავა პალიტრანიუსის გადაცემაში “360 გრადუსი”.

მამუკა ხაზარაძის, ადვოკატებმა ე.წ მუქარის წერილის დედანს პროკურატურას დღეს, 21 ოქტომბერს, გადასცეს.

banner
წინა სტატიაშისაჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა ქალაქი ჭიათურა აკურთხა
შემდეგი სტატიაივანიშვილი ოქრუაშვილის ციხიდან გათავისუფლების გზებს ეძებს