ლინას ლინკევიჩუსი : ჩვენ ყოველთვის ვუწოდებთ საქართველოს მოწინავე სახელმწიფოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსია

ჩვენ ყოველთვის ვუწოდებთ საქართველოს მოწინავე სახელმწიფოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსია, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ბრიუსელში განაცხადა.

როგორც ლინას ლინკევიჩუსმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს ბრიუსელში.

„პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბრიუსელში აჩვენებს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხები. საქართველო რეფორმების გზაზეა. ჩვენ ყოველთვის ვუწოდებთ საქართველოს მოწინავე სახელმწიფოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსია. ყოველთვის ვამბობ, ძნელია იყო მოწინავე სახელმწიფო და ეს მუდმივად უნდა დამტკიცდეს რეფორმების იმპლემენტაციით. ვიცით, რომ სიტუაცია მარტივი არ არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის გამო, მიმდინარეობს ე.წ. ბორდერიზაცია და მიუხედავად ამისა, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს რეფორმები. მთავრობის მხრიდან და ახალი პრეზიდენტის მხრიდან ერთადერთი შესაძლებლობა ამის დამტკიცების არის ადგილზე კონკრეტული ქმედებები. ზუსტად ამას ველოდებით საქართველოსგან“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გასტანს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი – სასამართლო სისტემის უმოქმედობით გაკვირვებული ვარ
შემდეგი სტატიასასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრა გაიმართა