მამუკა ახვლედიანი – სასამართლო სისტემის უმოქმედობით გაკვირვებული ვარ

როდესაც ქვეყანაში სასამართლოს თავმჯდომარე ისე შეიძლება გაათავისუფლო, პასუხიც კი ვერ გაიგოს, რატომ, ამ შემთხვევაში, უკეთეს ვერაფერს ელი, – აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, რომელიც იუსტიციის საბჭოსთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, საბჭო ხშირად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას იღებს. მისივე შეფასებით, უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ უკანონო გადაწყვეტილებებზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.

„ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამ „კლანზე“ საუბარი დავიწყე. ვსაუბრობდი იმ არასწორ დანიშვნებსა და არასწორ მოქმედებებზე, რომელიც სასამართლოს სისტემაში ხდებოდა. როდესაც ქვეყანაში სასამართლოს თავმჯდომარე ისე შეიძლება გაათავისუფლო, პასუხიც კი ვერ გაიგოს, რატომ, უკეთეს ვერაფერს ელი, ამ შემთხვევაში. გაკვირვებული ვარ სასამართლო სისტემის უმოქმედობით, როდესაც ასეთი ტიპის მმართველობას ეგუება. „კლანზე“ როდესაც ვსაუბრობ, ეს არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემა, ეს ძალიან ბევრ სტრუქტურასთან არის გადაბმული. პარლამენტი, პროკურატურა ერთობლივად, გეგმაზომიერად მუშაობს ეს ხალხი. წლებია საკუთარ თავზე კანონებს წერს, ამიტომ კანონისმიერი გზებით მათი დამარცხება წარმოუდგენელია. რა ტიპის საბჭოც დღეს არის, ეს არის იმის შედეგი, რომ წინა საბჭომ, თუნდაც ჩემს საქმესთან დაკავშირებით რაც გააკეთა, არ აგო სისხლის სამართლის წესით პასუხი.
როდესაც საბჭო დაინახავს, რომ მისი ქმედებების გამო პასუხს აგებს, ვერც ერთი საბჭო ვერ გაბედავს მსგავსი ტიპის მოქმედებას“, – აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

banner
წინა სტატიაშისასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნას უცხოელ ექსპერტთა საბჭო – გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს
შემდეგი სტატიალინას ლინკევიჩუსი : ჩვენ ყოველთვის ვუწოდებთ საქართველოს მოწინავე სახელმწიფოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსია