ლილუაშვილი “ოცნებაზე”:ძალიან დაემსგავსა მათი რიტორიკა ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას

„ჩვენ წინ ვდგამთ ნაბიჯებს, ვვითარდებით, მივუყვებით ჩვენს გეგმას. პარტიის დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში ვიწყებთ რეგიონული ოფისების გახსნას. გუშინ გავხსენით ბათუმში ჩვენი რეგიონული ოფისი. – ამბობს პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი – ბექა ლილუაშვილი.

„ამასთან ერთად, ჩვენი ხელმძღვანელები, ლიდერები იმყოფებიან ბრიუსელში, ხვდებიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. უამრავი ადამიანი გვიერთდება და ყოველდღიურად იზრდება ჩვენი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მძიმე მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის და ამ ადამიანებმა ბოლო დღეების განმავლობაში აჩვენეს თავიანთი რეალური სახე. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი არამხოლოდ პარტიის მმართველები არიან, არამედ არიან ქვეყნის ხელისუფლებაშიც და მართავენ ჩვენს ქვეყანას. ‘’ ამბობს ლილუაშვილი.
,,ძალიან დაემსგავსა მათი რიტორიკა პოლარიზებით და რადიკალიზაციით სავსე ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას. უცნაური ლოგიკითაც დაემსგავსნენ ისინი ამ ძალას და ცდილობენ, მათივე შეფასებით – გამოგონილი და შეთქმულების თეორიებით მოახდინონ პარტიის დისკრედიტაცია. რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდება – ჩვენი ყოველდღიური მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება.’’ – განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია ,,საქართველოსათვის” თავჯდომარე -გიორგი გახარია დღეს ბრიუსელში გაემგზავრა სადაც ევროპარლამენში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში აქვს შეხვედრები ჩანიშნული

banner
წინა სტატიაშიკაცმა ცოლი სცემა, რის შემდეგაც ქალმა გონება დაკარგა – ბოლნისში ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიანატოს სამიტი – საქართველოს გეგმა უკრაინისთვის, კიევის გამარჯვება