კაცმა ცოლი სცემა, რის შემდეგაც ქალმა გონება დაკარგა – ბოლნისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს
დაბადებული პირი დააკავეს.

მას ბრალი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 12 ივნისს,
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას,
მეუღლეს – 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის
შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ რ.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა – 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინატოს მორიგ სამიტს ესპანეთი უმასპინძლებს
შემდეგი სტატიალილუაშვილი “ოცნებაზე”:ძალიან დაემსგავსა მათი რიტორიკა ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას