ლიეტუვამ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა

ლიეტუვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს L-39ZA Albatross ტიპის თვითმფრინავი გადასცა. როგორც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, უკრაინაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია ჩავიდა.

“ჩვენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მივაწოდეთ დაშლილი L – 39ZA Albatros -ის ტიპის მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავი”, – ნათქვამია ლიეტუვის თავდაცვის განცხადებაში.

უწყების თქმით, ლიეტუვაში ასეთი თვითმფრინავები გამოიყენებოდა ოფიცრების მოსამზადებლად, მფრინავების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით.

banner
წინა სტატიაშისაკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში – კაია კალასი
შემდეგი სტატიამედიის ცნობით, მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს