ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ავტომობილებს თეთრად უფასოდ შეღებავენ

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ავტომობილების შეღებვასთან დაკავშირებით, ლიცენზიის მქონე მძღოლებს გადავცეთ ვაუჩერი, რომ მათ მოახდინონ ავტომობილების თეთრად გადაღებვა. მათ ეს არ დაუჯდებათ არც ერთი თეთრი. ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ტაქსის მძღოლების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან კი, ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტენტების მიერ გატაცებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
შემდეგი სტატია„თუ ეს მართლა ასეა, როგორც იმ ჩანაწერებში გვესმის, ეს ძალიან მძიმე პროცესია” – ადა მარშანია