ლია სალაყაიას სახელი საქართველოს ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში შევა, როგორც ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უდიდესი მსახურისა და მისთვის დამაშვრალის

“ლია სალაყაიას სახელი საქართველოს ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში შევა, როგორც ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უდიდესი მსახურისა და მისთვის დამაშვრალის.
მთაში თუ ბარში, სოფლად თუ ქალაქად, დიდებთან თუ პატარებთან, პატიმრებთან თუ უცხოეთში მყოფ ქართველებთან, ჯარისკაცებთან თუ ეკლესია-მონასტრებში, უჩვეულოდ მოსიყვარულე, დაუზარელი, გულანთებული ლია მასწავლებელი ყველგან იყო და ყველასთვის იყო.
ეკლესიისთვის თავდადებული, ძველ წმინდა მოღვაწეთა მსგავსი, სრულიად უვერცხლო მუშაკი ღვთისა, ახლა უკვე მარადიულობის ბილიკებს მიუყვება.
ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს მისი სვლა.
უფალმან ლიას უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მის ახლობლებს, მოსწავლეებსა და გულშემატკივართ, მოანიჭოს ლოცვის ძალა და თვისი შეწევა, ამინ!

ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

banner
წინა სტატიაშიგამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა გარდაიცვალა 38 პაციენტი
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით