ლევან სამუშია – „კლანის“ ჩაბეტონება უნდათ სასამართლოში

„კლანის“ ჩაბეტონება უნდათ სასამართლოში – რასაც ესენი „ჩალიჩობენ“, ეს „ჩალიჩი“ არ გამოუვიათ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 26 მაისს დაგეგმილ მოსამართლეთა კონფერენციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება პირდაპირ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმებას.

„ქართული ოცნება” საუბრობს იმაზე, რომ არ აინტერესებთ ჩვენი პარტნიორების მოწოდება და ყველაფერზე წავლენ, რომ დასავლეთთან მაკავშირებელი ძაფები გადაჭრან. „კლანის“ ჩაბეტონება უნდათ, ბეტონზე ბეტონს ასხამენ და ამაში იღებენ ესენი (უმრავლესობა) მონაწილეობას. გვეუბნებიან, რომ ამათ აირჩევენ, ველი მოსუფთავებული იქნება, უკანონობა დაკანონებული და მერე ვისმჯელოთ ცვლილებებზეო, როცა აზრი აღარ აქვს, მაგრამ გარწმუნებთ, აზრი ყოველთვის ექნება, ბოდიში ჟარგონზე და რასაც ესენი „ჩალიჩობენ”, ეს „ჩალიჩი” არ გამოუვიათ, ქვეყანას სჭირდება რადიკალური სასამართლო რეფორმა და ამას ახალი ხელისუფლების და კოალიციური მთავრობის პირობებში მივიღებთ“, – განაცხადა სამუშიამ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება
შემდეგი სტატიაავიაკომპანია „ეარბალტიკი“ ბელარუსის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენს, რის გამოც რიგიდან თბილისში დაგეგმილი რეისების მარშრუტი შეიცვალა