საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ათენი-ვილნიუსის რეისის მიმართულების შეცვლისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება.
პრეზიდენტის განცხადებით, „მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება“.
„ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია”, – წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე”.