ლევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტირების ახალ მეთოდს გამოიყენებენ

გაიტესტა „ჯინექსპერტ“ მეთოდი, რომლის საშუალებითაც, ჩვენს კლინიკაში განხორციელდება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, „ჯინექსპერტ“ მეთოდი არ იქნება მასობრივი, ეს იქნება მხოლოდ კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკო საშაულება.

„ეს არის უნიკალური მეთოდი. ალბათობა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, მინიმუმამდე არის დაყვანილი, რადგან მასში არ მონაწილეობს ადამიანის ფაქტორი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიილორის N22 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება
შემდეგი სტატიაგორის მუნიციპალიტეტში სამ ახალ ინფიცირებულს შორის ორი მცირეწლოვანია