ილორის N22 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება

გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ავჭალაში, ილორის N22 კორპუსთან შიდა ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს. აღნიშნულ კორპუსში გლდანის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყალარინების გარე ქსელი მოწესრიგდა. ამჯერად კი გლდანის რაიონის გამგეობა დაახლოებით, 1 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის დაგებას ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 55 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.

ამასთან, სარაჯიშვილის N7 – ილორის N12 კორპუსების მიმდებარედ მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობა, რის შემდეგაც დაახლოებით, 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის 110 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.

სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც გლდანის გამგეობის დაკვეთით შპს ,,ახალი ჯგუფი“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი დატოვებს
შემდეგი სტატიალევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტირების ახალ მეთოდს გამოიყენებენ