ლევან რატიანი: პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში

region
ავტ.: region ნოემბერი 6, 2020 19:45

ლევან რატიანი: პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში, ვისაც არ სჭირდება, გადანაწილდებიან კოვიდსასტუმროებში ან ბინაზე.

ამის შესახებ განცხადება რატიანმა კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„თქვენ იცით, რომ ქვეყანაში არსებობს ლიცენზირების სისტემა, რომელსაც ანიჭებს რეგულირების სააგენტო და ეს არის ემერჯენსის ლიცენზირება. საქართველოში ყველა კლინიკა, რომელსაც ემერჯენსის ლიცენზირების მესამე, მეოთხე დონე აქვს, რეგიონული პრინციპის მიხედვით მიიღებს ყველა პაციენტს, რომელიც იქნება ცხელებით და მიმდინარე „კოვიდით“, რაც შვებას მისცემს როგორც 112-ს, ასევე კოვიდკლინიკებს და თავად მოსახლეობას.

პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში, ვისაც არ სჭირდება, გადანაწილდებიან კოვიდსასტუმროებში ან ბინაზე.

საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პაციენტი, რომელიც არის კოვიდინფიცირებულ და დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც არ არიან ინფიცირებულები, მესამე და მეოთხე დონის ემერჯენსებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნდა მიხედონ და ჩაუტარონ მენეჯმენტი შესაბამისი პროტოკოლით“, – განაცხადა რატიანმა.

region
ავტ.: region ნოემბერი 6, 2020 19:45