ლევან ქარდავა – პრემიერმა ერთ-ერთი პრობლემა ადგილზევე გადაწყვიტა და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით დახმარება აღგვითქვა

“ვფიქრობ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი, საუბარი მიდოს უშუალოდ და ყოფელგარი ფამილარობის გარეშე, კონკრეტულ პრობლემებზე, კონრეტულ თემებზე,”- ამის შესახებ განაცხადა გადამამუშავებელთ და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ქარდავამ, ზუგდიდში, პრემიერ-მინისტთან შეხვედრის შემდეგ.

ასოციაციის დირექტორის თქმით, დარწმუნებულია, რომ პრემიერთან შეხვედრაზე დასახელებული პრობლემები მოგვარდება.

“ მე წარმოვადგენ თხილის სექტორს. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც ამ სექტორს აწუხებს. პრემიერმა ერთ-ერთი პრობლემა ადგილზევე გადაწყვიტა და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით დახმარება აღგვითქვა. გამომდინარე იქიდან, რომ წინა შეხვედრებზე პრობლემები სწრაფად მოგვარდა, დარწმუნებული ვარ, აქ დაყენებული საკითხებიც მოგვარდება სწრაფად და ეფექტურად”,- განაცხადა ლევან ქარდავამ.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზთან ღობე იქნება ეს თუ რუსული ჯარი იდგება და არ შეგვიშვებენ, ჩვენთვის ერთი და იგივეა
შემდეგი სტატიაკახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი – ნაბიჯი, რომელიც პრემიერმა რეგიონებში მასწავლებლებისკენ გადმოდგა, მიმანიშნებელია, რომ განათლების სისტემა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია