კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი – ნაბიჯი, რომელიც პრემიერმა რეგიონებში მასწავლებლებისკენ გადმოდგა, მიმანიშნებელია, რომ განათლების სისტემა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია

მთავრობის მეთაურისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა გააკეთა კომენტარი. მანანა მებონიას თქმით, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სკოლაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები იყო, რაზეც პრემიერისგან დაპირება მიიღეს, რომ აღნიშნული საკითხი უმოკლეს დროში მოგვარდება.
„ნაბიჯი, რომელიც პრემიერმა რეგიონებში მასწავლებლებისკენ გადმოდგა, მიმანიშნებელია, რომ განათლების სისტემა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია. ამან მომცა საფუძველი, მესაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც საჭიროა და განსახორციელებელია სკოლაში.

ასევე საუბარი შედგა სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხზე, სწავლების მესამე საფეხურზე პროფილურ სწავლებაზე. ყურადღება გავამახვილეთ გამოცდებთან დაკავშირებით, რადგან ამ მიმართულებით აზრთა სხვადასხვაობაა.

პრემიერისგან მოვისმინეთ, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც სკოლას აქვს ძალიან მალე მოგვარდება. რაც შეეხება გრიფირების საკითხს, ეს რთული პრობლემაა, არის ხარვეზები და წელს გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა პროგრესისკენ. მერვე-მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხში იქნება მეტი კომუნიკაცია გამომცემლობებთან, ავტორებთან. რესურსცენტრების ჩართულობა იქნება მაღალი პედაგოგებთან ურთიერთობაში, რათა რაც შეიძლება ნორმალური სასწავლო რესურსები შევიდეს სკოლაში მომდევნო სასწავლო წლიდან“, – განაცხადა კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა.

banner
წინა სტატიაშილევან ქარდავა – პრემიერმა ერთ-ერთი პრობლემა ადგილზევე გადაწყვიტა და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით დახმარება აღგვითქვა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: ბერას, როგორც კერძო პირს, სრული უფლება აქვს ისე მოიქცეს, როგორც მიაჩნია საჭიროდ