ლევან მურუსიძის 5 გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის სასამართლოში დარღვევა დადგინდა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის გახილულ სულ ცოტა ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. აქედან სამ საქმეზე სასამართლომ დარღვევების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო ორ საქმეზე სახელმწიფომ თავად აღიარა დარღვევა. ამ საქმეების გამო საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულების სასარგებლოდ ჯამში 105 988 ევროს გადახდა მოუწია.

საქმეები:

სანდრო გირგვლიანის საქმე;
სულხან მოლაშვილის საქმე;
გიორგი მიქიაშვილის საქმე;
ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმე;
პაატა როსტომაშვილის საქმე;

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან მურუსიძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს, რასაც ის, სასამართლო კლანის სხვა წევრებთან და ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად ეწინააღმდეგება.

ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიმოვითხოვთ საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის გაცემას – ნათელაშვილი ივანიშვილზე
შემდეგი სტატიასაკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩია