მოვითხოვთ საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის გაცემას – ნათელაშვილი ივანიშვილზე

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის გაცემას ითხოვს და ამბობს:

“განვლილმა დღეებმა, როდესაც ოლიგარქმა კიდევ ერთხელ შემოატრიალა რუსული კანონი, შესანიშნავად დაადასტურა ჩვენი წინაპრების სიბრძნე იმის თაობაზე, რომ არ განემართების კუდძაღლისა და არცსა კირჩხიბი მართლად ვალს.

ივანიშვილი აპირებს მეოთხედ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია გაყალბებისა და სახელმწიფო გადატრიალების გზით, რის შემდეგაც მიჰყიდოს საქართველო მოსკოვს.

ამ სიტუაციაში საჭიროა მთელი ეროვნული ენერგიის გაერთიანება, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობიდან აუცილებელია არა თერაპიული, არამედ ქირურგიული ჩარევა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ იქნა დაპატიმრებული საკუთარ სასახლეში პანამის დიქტატორი, რომელმაც შემდგომ ციხეში დაამთავრა თავისი ცხოვრება.

იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა ქართული სახელმწიფოს შესყიდვა, მძევლად აიყვანა ჩვენი ხალხი, გადაიქცა რეგიონში მთავარ ნარკობარიგად, იარაღის კონტრაბანდისტად, ბიტკოინებით შავი რუსული ოლიგარქიული ფულის გამათეთრებლად, სწორედ იმის გამო, რომ იგი პუტინის მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში.

ბიძინა ივანიშვილზე მოვითხოვთ საერთაშორისო დაპატიმრების სანქციის გაცემას და საერთაშორისო პოლიციური ოპერაციის ჩატარებას, რათა იგი წარდგენილი იქნას საერთაშორისო ტრიბუნალზე.”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხალხი ვიცი, რომლებიც სიკვდილს გადაარჩინა ევროპამ – ნიკა ქავთარაძე
შემდეგი სტატიალევან მურუსიძის 5 გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის სასამართლოში დარღვევა დადგინდა