ლევან კობერიძე: მე რაც გადავხედე, ფასების ზრდა მხოლოდ შაქარზეა დაფიქსირებული

ფასების ზრდა დაფიქსირებულია მხოლოდ შაქარზე- აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ფასების ზრდაზე და ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა:

“ფასების ზრდა, მე რაც გადავხედე, არის დაფიქსირებული მხოლოდ შაქარზე. თუმცა, ეს გამოწვეულია არა ლარის კურსის მერყეობით… გარკვეულწილად შეიძლება ლარის კურსის მერყეობითაც, თუმცა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ შაქარზე მთლიანად მსოფლიო ბაზარზე ფასი ძალიან სწრაფად არის მომატებული. ჟურნალისტებს მოგმართავთ თხოვნით, რომ ზედმეტ, პირობითად დავარქვათ, აყალმაყალს ნუ ავტეხავთ ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის ფასების ზრდას არ ვვარაუდობთ”,- განაცხადა კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი: სიტყვით ბოკერია გამოვიდა, თავმჯდომარე პოლიტიკური დევნის გამო არ გვყავს
შემდეგი სტატია“საქართველოს მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება ვიზალიბერალიზაციას, როგორც წახალისების ეფექტის მქონე მოვლენას”