ჩიორა თაქთაქიშვილი: სიტყვით ბოკერია გამოვიდა, თავმჯდომარე პოლიტიკური დევნის გამო არ გვყავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელით საშუალებით ეხმაურება.

თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე სხდომის დეტალებს ასაჯაროებს.

„დებატები დაიწყო, სიტყვით გიგა ბოკერია გამოვიდა: 1. თავმჯდომარე პოლიტიკური დევნის გამო არ გვყავს. ესაა რეალობა და ამიტომ ინტრიგების მოტივაცია რომ არ იყოს, ჯობია თავმჯდომარის არჩევა. 2. ეს არ არის ბელადის პარტია. გვინდა დემოკრატიულობა. 3. ელექტორალურად გვაწყობს ახალი თავმჯდომარის არჩევა. მე ასეთად დავით ბაქრაძე წარმომიდგენია. 4. დღეს არსებული სიტუაცია ანომალიაა და უნდა დასრულდეს“, – წერს თაქთაქიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიალევან კობერიძე: მე რაც გადავხედე, ფასების ზრდა მხოლოდ შაქარზეა დაფიქსირებული