ლევან კობერიძე : „ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცალხაზიანი, ცარიელი რვეულია და სარჩევიც კი არ აქვს, – ასე უპასუხა ​„ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას განცხადებას, რომლემაც აღნიშნა, რომ „ლელო საქართველოსთვის“ პროგრამა მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს გავს“.

„მგონი, დოკუმენტის წაკითხვა ეზარებათ. ამ შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება ცოტა მოსწავლის პოზიციას მაგონებს, ზაფხულის არდადეგებზე წიგნის წაკითხვას რომ დაავალებდნენ, მხოლოდ სარჩევს გადაავლებს თვალს და ამის მიხედვით ცდილობს, წიგნზე ისაუბროს. დოკუმენტი შინაარსობრივად აბსოლუტურად სრულყოფილია. კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკის კომიტეტი და „ქართული ოცნების“ სხვა წევრები ეკონომიკური გუნდიდან მას წაიკითხავენ, შეისწავლიან და შინაარსობრივად გაეცნობიან. დიდი სიამოვნებით ვიღებთ მის ამ გამოწვევას პარტია „ლელო“. მზად ვართ, ეკონომიკური მიმართულებით დებატებისთვის რომან კაკულიასთან. დაასახელოს ადგილი, ტელევიზია, ფორმატი, რომელშიც ის მზად იქნება, რომ შემოვიდეს დისკუსიაში. ჩვენ მზად ვართ საგნობრივი, შინაარსიანი და არა ასეთი ზედაპირული განცხადებებისთვის. ამიტომ მას დებატებში ვიწვევთ”, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაგომელაური კრიმინალზე: ხან იკლებს, ხან იმატებს