ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფუტკარაძე მერვე დღეა, რაც ბინაზე მკურნალობს.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შემთხვევების დიდი წილი კვლავ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდის, სადაც 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა, თბილისში კი – 43. დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიანთაძე: ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია
შემდეგი სტატიალევან კობერიძე : „ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია