ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს უჩივლებს

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს უჩივლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, სამოქალაქო სარჩელის გარდა, ისინი გეგმავენ, რომ პროკურატურას ოქუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვონ.

„უახლოეს დღეებში ვაპირებთ, რომ ვუჩივლოთ ზაზა ოქუაშვილს. თავდაპირველად შევიტანთ სამოქალაქო სარჩელს პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე და შემდგომ უკვე მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ოქუაშვილის წინააღმდეგ, კონკრეტულად რა მუხლებით უნდა აღიძრას საქმე, ამაზე პროკურატურაში განცხადების ჩაბარების შემდგომ ვისაუბრებთ“, – განმარტა შალვა ხაჭაპურიძემ.

banner
წინა სტატიაშირამაზ საყვარელიძე: „ახლა “ნაციონალები” უფრო დაემსგავსნენ “ნაციონალებს” და მეორე ტურს უკვე გამოვრიცხავ“
შემდეგი სტატიაქიმიის დარგში ნობელის პრემია წამლების შესაქმნელი ფერმენტებისთვის მიანიჭეს