ქიმიის დარგში ნობელის პრემია წამლების შესაქმნელი ფერმენტებისთვის მიანიჭეს

2018 წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ფრენსის არნოლდი, ჯორჯ სმიტი და გრიროგი ვინტერი ევოლუციის მიმართულებით კვლევებისთვის და ახალი ფერმენტების შემქნისთვის, რომელიც ქიმიურ რეაქციებს ასწრაფებს. ეს ახალი ქიმიური ნივთიერებების მიღების საშუალებას იძლევა, კერძოდ, ახალი წამლებისა და ეკოლოგიური საწვავის – “ბიბისი” წერს.
არნოლდი და სმიტი ამერიკელები არიან, ვინტერი ბრიტანეთის მოქალაქეა. არნოლდი პრემიის თანხის ნახევარს მიიღებს, სმიტი და ვინტერი კი – მეორე ნახევარს.

გასულ წელსაც ნობელის პრემია სამმა მეცნიერმა მიიღო, შვეიცარიელმა ჟაკ დიუბოშმა, ამერიკელმა იოახიმ ფრანკმა და ბრიტანელმა რიჩარდ ჰენდერსონმა.

ნობელის პრემიის დაჯილდოვების ცერემონია სტოკჰოლმში 10 დეკემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშილევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს უჩივლებს
შემდეგი სტატიაპუტინმა სერგეი სკრიპალს გამყიდველი და ნაძირალა უწოდა