“ლევან ყიფიანი სცემეს, თუ არ სცემეს, ეს არ არის ჩემი გასარჩევი” – წულუკიანი

“ლევან ყიფიანი სცემეს, თუ არ სცემეს, ეს არ არის ჩემი გასარჩევი” – ეს განცხადება, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ დამატებით შეკითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. რამდენიმე წუთის წინ ამ საკითხზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.

„არ ვიცი რას გულისხმობთ, „არ უარყო,“ მაგრამ მან ძალიან დეტალურად გასცა პასუხი. ლევან ყიფიანი სცემეს, თუ არ სცემეს ეს არ არის ჩემი გასარჩევი და გამოსარკვევი ამისთვის არსებობს საგამოძიებო ორგანოები, სადაც მე რამდენადაც ვიცი, ძალიან ხშირად დადის გამოკითხვებზე და იქ შეუძლია მიაწოდოს მან კონკრეტული ინფორმაცია იყო თუ არა ამგვარი მოპყრობის მსხვერპლი,“-ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნები – საქართველოში ეუთოს ოდირის მისიის დამკვირვებელთა კიდევ ერთი ჯგუფი ჩამოვა
შემდეგი სტატია“პროპაგანდის მანქანა”, “ტვინის გამორეცხვა”, “ჰიტლერის გერმანია”…- კილაძე ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ