საპრეზიდენტო არჩევნები – საქართველოში ეუთოს ოდირის მისიის დამკვირვებელთა კიდევ ერთი ჯგუფი ჩამოვა

რამდენიმე საათში საქართველოში ეუთოს ოდირის მისიის დამკვირვებელთა კიდევ ერთ ნაწილს ელოდებიან.

საერთაშორისო ორგანიზაცია საპრეზინდეტო არჩევნებზე რამდენიმე ათეული ადამიანით იქნება წარმოადგენილი. დამკვირვებელთა ნაწილი საქართველოში რამდნეიმე დღის წინ ჩამოვიდა. მათ შორის არის მისიის ხელმძღანელიც.

დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს. ეუთოს ოდირის მისია საქართველოში გამართულ არჩევნებს 1999 წლიდან სისტემატურად აკვირდება.

“დემოკრატიული არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი საერთაშორისო ვალდებულებების, ასევე კანონმდებლობის გათვალისწინებით ჩატარდეს. არჩევნებს ეუთოს, ევროსაბჭოს და ნატოს საპარალამენტო ასამბლეის 140-მდე წარმომადგენელი, ასევე ევროპარლამენტარები დააკვირდებიან.

“დამკვირვებელთა ჯგუფები დაესწრებიან ხმის მიცემისა და ბიულეტენების დათვლის პროცესს საარჩევნო უბნებში. ჩვენს წინასწარ ანგარიშს არჩევნების მეორე დღეს პრეს-კონფერენციაზე წარვადგენთ,”-აცხადებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გერტ-ჰაინრიხ არენსი.

banner
წინა სტატიაშირუსთავი2-ზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა
შემდეგი სტატია“ლევან ყიფიანი სცემეს, თუ არ სცემეს, ეს არ არის ჩემი გასარჩევი” – წულუკიანი