“პროპაგანდის მანქანა”, “ტვინის გამორეცხვა”, “ჰიტლერის გერმანია”…- კილაძე ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმაურება. სოფო კილაძესთვის ინტერვიუმ “ბევრი რამ გახადა ნათელი”

„პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დამეოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედია საშუალებები არის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას ჰაერივით სჭირდება დამოუკიდებელი, ობიექტური ჟურნალისტიკა, რომელიც უნდა იყოს კრიტიკული და საქმიანი ხელისუფლების მიმართ. ხალხმა სწორი ინფორმაცია უნდა მიიღოს მედიისგან და შემდეგ თვითონ გააკეთოს თავისი არჩევანი. სწორედ ასეთი ჟურნალისტიკის საფუძველზე არის შესაძლებელი დემოკრატიული აზრის ფორმირება და ქვეყნის წინსვლა.

სამწუხაროდ, „რუსთავი 2“ არ არის მედია, არამედ წარმოადგენს პროპაგანდის მანქანას. ადამიანებისათვის ტვინის გამორეცხვას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან. ეს მეთოდი აღებულია ჰიტლერის გერმანიისგან, რომელიც შემდგომში საბჭოთა კავშირშიც ძალიან „წარმატებით“ გამოიყენებოდა. ახლა ნიკა გვარამია ცდილობს გაიმეოროს იგივე. იმას კი ვერ ხვდებიან, ვერც გვარამია და ვერც სააკაშვილი, რომ ისეთივე კრახით დასრულდება მათი „მაოხრებელი გზირობა“, როგორც იმათი რეჟიმები, ვისაც ბაძავენ“, – წერს სოფო კილაძე

banner
წინა სტატიაში“ლევან ყიფიანი სცემეს, თუ არ სცემეს, ეს არ არის ჩემი გასარჩევი” – წულუკიანი
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანი იყო, რომ მმართველ პარტიას გართულებოდა საკუთარი კანდიდატურის გამოკვეთა… ამისთვის ვიმუშავე ერთი წელი”