ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს „ინტერის“ მაისური გადასცა- ხმაური საკრებულოს სხდომაზე

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრს ილია ჯიშკარიანს შორის შეკამათება მოხდა. დეპუტატებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრებს დედაქალაქის მერისთვის საფეხბურთო კლუბ მილანის „ინტერის“ მაისური გადასცა.

„ხალხის წინააღმდეგ არის დედაქალაქის მერი და მინდა მას ვუთხრა: ეს არის მილანის „ინტერის“ ფორმა. „მილანი“ და „ინტერი“ დაპირისპირებულები არიან. კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს, თუ არადა, აქ დავტოვებ. მილანის „ინტერის“ ფეხბურთეები არ არიან თბილისელები“, – მიმართა ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრებს.

მისივე თქმით, “ნაცვლად იმისა, რომ თბილისელების პრობლემებზე ფიქრობდნენ, თბილისელებს მოსისხლე მტრად უყურებს კახა კალაძე”.

“სწორედ ამის ნიშნად დღეს მას მოვუტანე მილანის “ინტერის” მაისური. როცა ეს კაცი “მილანში” თამაშობდა, მილანის “ინტერი” იყო მისი მოსისხლე მტერი. ახლა გამოვიდეს ამ როლიდან და როგორც “მილანის” ფეხბურთელი “ინტერის” ფეხბურთელებს უყურებდა მოსისხლე მტრად, ასე ნუ უყურებს თბილისელებს”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მაისურის გადაცემის პროცესს საკრებულოს უმრაველოსობის წევრი ილია ჯიშკარიანი შეეწინააღმდეგა, რის გამოც დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება იყო.

banner
წინა სტატიაში,,შეიძლება საზოგადოების ნაწილი მხარს არ გვიჭერდეს, მაგრამ მთლიანად ემიჯნება ძალადობრივ ქმედებას, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ეწეოდა”
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” სუს-ის ჩანერგილი პირებისგან რომ თავისუფლდება, კარგია“