,,შეიძლება საზოგადოების ნაწილი მხარს არ გვიჭერდეს, მაგრამ მთლიანად ემიჯნება ძალადობრივ ქმედებას, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ეწეოდა”

ფაქტია, რომ საზოგადოებაში არის ნაწილი, რომელიც შეიძლება ჩვენ მხარს არ გვიჭერდეს, მაგრამ მთლიანად ემიჯნება ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, რომელსაც 9 წლის მანძილზე „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო ძალადობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

„როცა „ევროპული საქართველო“ ჩამოყალიბდა და გარკვეული ნაწილი გაემიჯნა „ნაციონალური მოძრაობას“, მათ ჰქონდათ ერთგვარი არგუმენტები. ერთ-ერთი იყო ის, რომ მათ შორის იყო განსხვავება, თუ როგორ უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. გაკეთდა მინიშნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა იყო ძალადობრივი და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლა, ხოლო „ევროპული საქართველოს“ – არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ანუ მათი წყალგამყოფი იყო ძალადობა. შესაბამისად, როცა პირველი ტური დასრულდა და „ევროპულმა საქართველომ“ გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა, მაშინვე ვთქვი, ეს არ ნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები ავტომატურად „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდნენ მხარს. მე მახსენდება პერიოდი, როცა ისინი ერთმანეთის ლანძღვით იყვნენ დაკავებულები. ეს ლანძღვა იყო არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, ანუ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, არამედ ქვედა ეშელონებშიც“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი-არ შეიძლება სამხედროებისა და ფორმიანი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვა. ეს ანგრევს სისტემას
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს „ინტერის“ მაისური გადასცა- ხმაური საკრებულოს სხდომაზე