ლევან ხაბეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გამომძიებლებს კითხვები ხაბეიშვილთან, გუშინ, თბილისის მერიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ.

საუბარია მერიის წინ გამართულ აქციაზე, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილი მისივე მტკიცებით, სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„გამოძიება დაიწყება იმ საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდა ჩემი მოპარვა და გატაცება მერიის შენობაში. ან რატომ დამაკავეს და აღმიკვეთეს თავისუფლება, რატომ განახორციელეს ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება და შემდეგ რატომ და როგორ მოხდა ჩემი გამოშვება,“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ფონიჭალაში : შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა