სპეცოპერაცია ფონიჭალაში : შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 62 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 8 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით).

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა