ლევან ხაბეიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შვედეთის დელეგაციას შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შვედეთის დელეგაციას შეხვდა.“

“შვედების დელეგაციას ვხვდებით და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის სადამკვირვებლო მისია 2024 წელს. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს, აბსოლუტურად ყველას მივწერეთ კონკრეტული წერილები იმის შესახებ, რომ გვჭირდება დახმარება არჩევნების დაკვირვების მიმართულებით, მათ შორის გრძელვადიანი და ეს არ უნდა იყოს მოკლედ ვადიანი, რადგან არჩევნები არჩევნების დღეს არ ყალბდება, რუსულ პარტიას უკვე დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბება, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ჩართულობა, უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმა იყოს დაცული და ეს უნდა ესმოდეს რუსულ პარტიასაც, რომ ვერანაირი ხელოვნური გაყალბება მათ ამ არჩევნებზე ვერ უშველის, ამიტომ ჩვენ ყველა მიმართულებით ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ საქართველოში იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები და „რუსულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს მაქსიმალურად შეეშალოს ხელი გაყალბებაში.

კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს 300-მდე საარჩევნო უბანი, სადაც „ქართული ოცნება“ დაახლოებით 95 ათას ხმას მეტობაში აკეთებს, ამიტომ ცხადია ვაწვდით ამ კონკრეტულ ინფორმაციას მათ და ასევე, ცხადია ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობაზე. იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ფორმალურადაც ამბობს, რომ ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, წარმოუდგენელია მთავარი პროდასავლელი ლიდერი „ეფესბეს“ აგენტურის მიერ და სანქცირებული მოსამართლეების მიერ იყოს ციხეში.

შესაბამისად, მას საარჩევნო კამპანიაში შესაძლებლობა უნდა მიეცეს კამპანიაში ჩართულობის, მის ხალხთან შეხვედრის, კონკრეტული შეთავაზებების, პროგრამების განხორციელების და შესაბამისად, ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და არ იყოს ისე, რომ რაღაცნაირად ბიძინა ივანიშვილს ყველანაირი პირობა ჰქონდეს შექმნილი იმისთვის, რომ მონაწილეობას იღებდეს, არაფორმალურად მართავდეს, ძარცვავდეს ამ ქვეყანას და მის მოწინააღმდეგეს არ ჰქონდეს უფლება , რომ მის ხალხს საარჩევნოდ სთხოვოს ხმა და სთხოვოს ევროპული მომავლისთვის გამარჯვება.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საელჩო
შემდეგი სტატიაჭიაბერაშვილი: დავიწყეთ წერილების გაგზავნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დაესწროს 2024 წლის არჩევნებს