ჭიაბერაშვილი: დავიწყეთ წერილების გაგზავნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დაესწროს 2024 წლის არჩევნებს

„ჩვენ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ – „გამარჯვების კოალიციამ“ დავიწყეთ წერილების გაგზავნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში , ასევე ნატოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეებში, ევროპარლამენტში, სხვა მეგობარ ქვეყნებში, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დაესწროს 2024 წლის არჩევნებს, რომელიც არის გეოპოლიტიკური არჩევნები.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, სტუმრობს საქართველოს და ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ხვდებიან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, პირველ რიგში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – მთავარ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას.

რა თქმა უნდა, საუბრის თემა არის მომავალი არჩევნები და ის, თუ როგორ არის შესაძლებელი ქვეყანაში დასრულდეს ის პოლარიზაცია, რომელიც მოიტანა „ქართული ოცნების“ მმართველობამ, უკვე 11 წელზე მეტია. ჩვენ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ წლის განმავლობაში რეგულარულად იქნება დასავლეთიდან ასეთი ვიზიტები, იმიტომ რომ ქვეყანა და ქართველი ხალხი დგას ევროკავშირის წევრობის გზაზე.

ბუნებრივია, ჩვენ ახლა კიდევ უფრო მეტად გვაკვირდებიან გამადიდებელი შუშით და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა არის საკვანძო რომ შევბოჭოთ, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარედანაც, „ქართული ოცნების“ თავგასულობა არჩევნებზე, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღესაც. ჩვენ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ – „გამარჯვების კოალიციამ“ დავიწყეთ წერილების გაგზავნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში , ასევე ნატოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეებში, ევროპარლამენტში, სხვა მეგობარ ქვეყნებში, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დაესწროს.

ფორმალურად, როდის მოიწვევს „ქართული ოცნება“ სადამკვირვებლო მისიებს, ეს ბუნებრივია ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს , იმას რომ ახლავე დაიწყონ მზადება, იმისათვის რომ რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდეს. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ თუნდაც დღევანდელი შეხვედრიდან, რომ მაგალითად ჩვენი პარლამენტარები აპირებენ ჩაეწერონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში და მონაწილეობა მიიღონ არჩევნების დაკვირვებაში.“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შვედეთის დელეგაციას შეხვდა
შემდეგი სტატიაეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდია ინიშნება