ლევან იზორიას ძმა ისევ სკანდალში ეხვევა

ლევან იზორიას ძმა ისევ სკანდალში ეხვევა. ტვ პირველის ცნობით, გერმანიაში საქართველოს ელჩის ძმა სუპერმარკეტ “ლიბრეს” თანამშრომლებს და დისტრიბუტორებს თავს მაკრატლით შეიარაღებული დაესხა. დაზიანება აქვს მიღებული ერთ-ერთ კონსულტანტს, რომელიც კიტა იზორიასთვის ცივი იარაღის წართმევას ცდილობდა. ელჩის ძმამ მაღაზიაში ყველაფერი დალეწა. იზორია იმდენად უმართავი იყო, რომ მისი შეკავება ვერავინ შეძლო.

ეს კიტა იზორიას პირველი სკანდალი არ არის. ე.წ. ნარუშილოვკების საქმის გარდა, იყო თავდასხმა პოლიციელზეც, მაგრამ კიტა იზორია არავის დაუსჯია. ძმამ, რომელიც მაშინ შს მინისტრის მოადგილე იყო, ბორკილებდადებული ოჯახის წევრი სამართალდამცველებს საპატრულო მანქანიდან გაათავისუფლებინა.

წყარო – ტვ პირველი

banner
წინა სტატიაშიყველა ქვეყნისგან დადასტურება მივიღეთ, რომ ისინი არ გადაუხვევენ არაღიარების პოლიტიკიდან და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიახელისუფლება როგორც კი გამოიცვლება, რუსებს უნდა მიეცეთ ერთი წელი, გაყიდონ ბინები, 100 ათას ზედმეტ რუსს უნდა მოვუწოდოთ, წავიდნენ და ჩანაცვლდნენ 100 ათასი ნიჭიერი ქართველით – სააკაშვილი