ლევან იზორია თავდაცვის უწყებაში რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციას გეგმავს

თავდაცვის ახალი მინისტრი უწყებაში რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციას გეგმავს. ამის შესახებ ლევან იზორიამ სამინისტროს თანამშრომლებთან და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, სამინისტროს ახალი სტრატეგიის მომზადებაზე, პრიორიტეტებსა და მიზნებზე.

მინისტრის თქმით, უწყებაში ყურადღება დაეთმობა წესრიგს, დისციპლინასა და რეფორმას. რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის დროს კი, უპირატესობა მაღალკვალიფიციურ კადრებს მიენიჭება.

“ატმოსფერო უნდა იყოს სწორედ მეგობრული, პატივისცემის, ურთიერთგაგების და სწორედ ერთად უნდა შევიმუშაოთ ის გეგმები, რეფორმებისა და მომავალი სტრატეგიისა, რომელიც ჩვენს უწყებას უფრო თავსებადს გახდის ნატოს სტანდარტებთან. მზაობა არის მაქსიმალურად დიდი, რათა ჩვენს პროფესიონალ ჯარისკაცებთან ერთად მოხდეს უახლოეს პერიოდში ახალი სტრატეგიის შემუშავება,” – აღნიშნა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება
შემდეგი სტატია“ახალი მემარჯვენეები”, გიორგი ვაშაძე და “გირჩი” საარჩევნო ბლოკს ქმნიან