ლევან იზორია : თავდაცვის განვითარების სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ შეძლოს საფრთხეების შეყოვნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის განვითარების სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ შეძლოს საფრთხეების შეყოვნება და თავდასხმის შემთხვევაში მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მტერს, – ამის შესახებ ლევან იზორიამ ჟურნალისტებსა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, უშიშროების საბჭოს სხდომამ კარგ ატმოსფეროში ჩაიარა და პრაქტიკულად ყველა საკითხზე მოხდა შეთანხმება.

„შეხვედრა ეხებოდა თავდაცვის განვითარების სტრატეგიას, მთავარი აქცენტია ის, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ვარშავის სამიტზე მიღებული საფრთხეების შეკავების სტრატეგიით. ასევე, აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმით, კერძოდ, საქართველოს მზადყოფნის პროგრამით. ორივე ამ დოკუმენტის მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მოხდეს მაქსიმალურად შეიარაღებული ძალების ისეთი მოდერნიზება, რომ იყოს საფრთხეების შეკავებაზე ორიენტირებული, ჰქონდეს უნარი თავად გავუმკლავდეთ საფრთხეების შემთხვევაში მტერს, რომ დავიცვათ თავი, შევძლოთ საფრთხეების შეყოვნება და თავდასხმის შემთხვევაში მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მტერს. სტრატეგია არის თავდაცვაზე, საფრთხეების შეკავებაზე ორიენტირებული, რათა პოტენციურ მტერს არ ჰქონდეს არავითარი სურვილი ასეთი შესაძლებლობების მქონე შეიარაღებულ ძალებზე, თავდასხმის განხორციელების“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაში“როდესაც არაფერი გაქვს სათქმელი, საზოგადოებისთვის ამ ტიპის ბოდვა უნდა ჩართო” – გიგა ბოკერია ივანიშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიაირინა იმერლიშვილი : აუცილებლად გასათვალისწინებელია ყველა ის საფრთხე, რომელიც მოდის ჩვენი ოკუპანტი ქვეყნისგან