ირინა იმერლიშვილი : აუცილებლად გასათვალისწინებელია ყველა ის საფრთხე, რომელიც მოდის ჩვენი ოკუპანტი ქვეყნისგან

არსებობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია და აუცილებლად გასათვალისწინებელია ყველა ის საფრთხე, რომელიც მოდის ჩვენი ოკუპანტი ქვეყნისგან, – ამის შესახებ ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომელიც მამისონის გზის აღდგენას ეხებოდა, რაც ექსპერტების ნაწილის აზრით საფრთხის შემცვლელია.

„აღნიშნულის თაობაზე მსჯელობა საბჭოს სხდომაზე არ ყოფილა. ვინაიდან არ ყოფილა ამის განხილვა, მე ვერ მოგახსენებთ დეტალურად, თუმცაღა არსებობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია და აუცილებლად გასათვალისწინებელია ყველა ის საფრთხე, რომელიც მოდის ჩვენი ოკუპანტი ქვეყნისგან“,- განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია : თავდაცვის განვითარების სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, ქვეყანამ შეძლოს საფრთხეების შეყოვნება
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს