ლევან იზორია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დუმას შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში არსებული ურთიერთობის გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ლევან იზორიამ ჰოლანდიის ელჩს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის საქმეში შეტანილი წვლილის გამო, ასევე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) პროექტის მხარდაჭერისთვის.

ამასთან, საუბარი შეეხო ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფებასა და სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო ჰოსპიტალებს შორის თანამშრომლობის საკითხზე გამახვილდა.

ლევან იზორიამ ჰოლანდიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ჰოლანდიის ელჩის მოადგილე ფლორ ნუიტენ – ელზინგა დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში(video) 2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრამდე მივყავართ – ზოიძე
შემდეგი სტატია„ეს მცურავი კურსი აღარ არის, ეს უკვე დამხრჩვალი კურსია“ – დავით ბაქრაძე ლარის გაუფასურებაზე