„ეს მცურავი კურსი აღარ არის, ეს უკვე დამხრჩვალი კურსია“ – დავით ბაქრაძე ლარის გაუფასურებაზე

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობას არ შეუძლია ლარის დასტაბილურება და ეკონომიკის წინ წაყვანა:

„ახლა გამოქვეყნდა ლარის ახალი კურსი. ერთი დღის განმავლობაში, ლარის კურსის ხუთპუნქტიანი ვარდნა გვაქვს. ეს კურსის ძალიან სერიოზული ვარდნაა. წეღან მოვისმინეთ, რომ ეს არის მცურავი კურსი. მე შეიძლება ვთვლიდე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ლარის დასტაბილურება, არ შეგიძლიათ ეკონომიკის წინ წაყვანა, ქვეყნის მართვა, მაგრამ ნამდვილად არ მჯერა, რომ ცურვა მაინც არ იცით.

ცურვა ნიშნავს იმას, რომ ზედაპირზე იმყოფებით და როდესაც მუდმივად ქვევით-ქვევით ეშვებით, ეს ცურვა აღარ არის. ეს მცურავი კურსი აღარ არის, ეს უკვე დამხრჩვალი კურსია. ამ მდგომარეობამდე ლარი თქვენ მიერ გატარებულმა ნაბიჯებმა მიიყვანა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატია4 წლის წინ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველი ბიუჯეტი 1,65 კურსით დამტკიცდა, დღეს 2,65-ია – რომან გოცირიძე