ლევან იზორია : იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 13:46

ლევან იზორია : იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა, უწყებას კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა აქვს.

ამის შესახებ ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გეგმა უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის მაქსიმალურ შეჩერებას და სტაბილურობას ქვეყანაში.

„აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკა ნატო-ს მიერ გაჟღერებულ შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებთან. შესაბამისად, ტოტალური თავდაცვის ჩვენეული კონცეფცია ამ ორ პრინციპს ეფუძნება. შეკავება ნიშნავს ორი კომპონენტის ერთობლიობას, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო კომპონენტისას, ანუ ისეთი მაღალი ხარისხის გარემოს შექმნას, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეტევის შემთხვევაში მას ეს ძვირად დაუჯდება, როგორც პოლიტიკურად ისე სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა მარტო შეკავება არ არის მთავარი, მთავარია თავდაცვაც. იმ შემთხვევაში თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა თავისი სტადიებით, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად შევაჩეროთ მოწინააღმდეგე, მაქსიმალურად იქნეს სტაბილურობის უზრუნველყოფა ქვეყანაში“, – განაცხადა იზორიამ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 13:46

დღის ფოტო

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


7,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics