მფრინავი რომელიც თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, სესიაზე არ შეუშვეს

ჯარიდან პროტესტით წასული მფრინავი პარლამენტის სხდომაზე არ შეუშვეს. ეკატერინე ქვლივიძის სესიაზე არ დაშვების გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო.

ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. სამხედრო მფრინავი ქალი, რომელსაც 11 წლიანი გამოცდილება ჰქონდა, ამბობს, რომ სექსიზმის მსხვერპლი გახდა. დღეს კი კანონმდებლები თავდაცვის მინისტრს უსმენენ.

ირაკლი კობახიძეს ეკატერინე ქველიძის დარბაზში დაშვების შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა. კობახიძემ გადაწყვეტილება, არ დაეშვა ქვლივიძე დარბაზში, რისკების თავიდან აცილებით ახსნა.

banner
წინა სტატიაშიადა მარშანია თამარ ჩუგოშვილს პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივის
შემდეგი სტატიალევან იზორია : იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა