ლევან იზორია ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

უწყების ცნობით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, აუდიენცია აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან მოეწყო. პირისპირ საუბარი მინისტრებმა გაფართოებულ ფორმატში განაგრძეს, რომლის ფარგლებშიც ხელი ორ უწყებას შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მინისტრებმა ყურადღება თურქეთის ჩართულობით სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასიზადესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამადიაროვთან შეხვედრებზეც განიხილა.

თავდაცვის მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი საპატიო დაკრძალვის ხეივანში ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიჰა ალიევას საფლავის გვირგვინით შემკობით დაასრულა.

banner
წინა სტატიაშიროდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია – იან კელი ტატუნაშვილზე
შემდეგი სტატიასუს-მა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობისთვის 2 პირი დააკავა